Aa
Aa

გარიგებულ მატჩებში ბრალდებული ფეხბურთელების პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში გარიგებულ მატჩებში ბრალდებული ფეხბურთელების დღეს გასამართი პროცესი გადაიდო.

ამის მიზეზი კი ერთ-ერთი ბრალდებულის, რობერტ იმერლიშვილის პროცესზე დაგვიანება გახდა.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ, 188-ე მუხლის დარღვევის გამო, რაც სასამართლო სხდომაზე პირის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას ითვალისწინებს, იმერლიშვილს 500-ლარიანი ფულადი ჯარიმა დააკისრა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 4 ნოემბერს, 15:00 საათზე დაიწყება.

ფეხბურთელების სასამართლო პროცესი პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი მარშანია - პროკურორი

მაია ყანადაშვილი - რობერტ იმერლიშვილის ადვოკატი

  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები