კვეკვესკირი:''მახარებს დაბრუნება, თუმცა ჩვენი ოცნება მოკვდა''
Aa
Aa

კვეკვესკირი:''მახარებს დაბრუნება, თუმცა ჩვენი ოცნება მოკვდა''

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი მოედანს დაუბრუნდა. ამპლუით ნახევარმცველმა ტრავმა მოიშუშა და უშუალო კონკურენტ ''ქაირათთან'' 82-ე წუთზე თამაშში ჩაერთო.

''ქაირათთან'' გასვლით შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ 90 წუთი ითამაშა. მატჩი ''ქაირათის'' გამარჯვებით 2:0 დასრულდა, რის გამოც ''ტობოლი'' მეოთხე ადგილზე დაქვეითდა.

''ტობოლი'' ჩემპიონობის თეორიულ შანსს ინარჩუნებს, ჩემპიონატის ლიდერ ''ქაირათს'' 6 ქულით ჩამორჩება. ''ტობოლს'' კიდევ სამი მატჩი აქვს ჩასატარებელი, ლიდერ ''ქაირათს'' კი - ორი. მეორე ადგილს ''ასტანა'' იკავებს, ლიდერს 2 ქულით ჩამორჩება, თუმცა თუ გამოტოვებულ შეხვედრას მოიგებს, პირველ ადგილზე ''ასტანა'' გადავა. მესამე ადგილზე კახა ცხადაძის ''ორდაბასია'' 59 ქულით. ასევე 59 ქულაა ''ტობოლის'' ანგარიშზე.

''ქაირათთან'' მარცხის შემდეგ ნიკა კვეკვესკირმა კლუბის პრესსამსახურთან ისაუბრა:''ასეთი მატჩისა და ასეთი შედეგის შემდეგ ძალიან რთულია საუბარი. შედეგის მიუხედავად ქომაგები ბოლო წუთამდე მხარს გვიჭერდნენ. დიდი მადლობა თანადგომისთვის.

მოედანზე დაბრუნება სასიხარულოა, განსაკუთრებით მძიმე ტრავმისა და ფეხბურთთან ხანგრძლივი განშორების შემდეგ. ჩემი დაბრუნების დღე რთული გამოვიდა, შაბათს ჩვენი ქომაგებისთვის საჩემპიონო ოცნება მოკვდა.

მიმდინარე სეზონში ჩემპიონობის მოპოვების შანსი დავკარგეთ, თუმცა სამეულში მოხვედრისთვის ვიბრძოლებთ. იმედი მაქვს ქომაგებთან ერთად მათი მხარდაჭერით სამეულში მოვხვდებით.''

28 ივლისის შემდეგ ნიკა კვეკვესკირმა პირველად ითამაშა. 28 ივლისს ''ქაისართან'' მოგებულ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა, შემდეგ ტრავმამ შეაწუხა, რის გამოც ეროვნული ნაკრების უკანასკნელი 4 მატჩი გამოტოვა.

ასე შეხვდნენ ''ტობოლის'' ქომაგები გუნდის ქართველ ლიდერს

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები