მესი:
Aa
Aa

მესი: "არ ვარ ტიპიური ბომბარდირი, მომწონს როდესაც მომენტებს ვქმნი"

ლეო მესიმ პრესასთან სასაუბროდ მოიცალა. როგორც მოგეხსენებათ, „ელ კლასიკო“ გადაიდო, „ბარსელონასა“ და „რეალის“ მოთამაშეებს კი დამატებით დასვენების დღეები აქვთ.

ლეომ ესპანურ პრესასთან საუბრისას თავის სათამაშო სტილზე ისაუბრა.

„მომწონს როდესაც ბურთს ვეხები და მომენტებს ვქმნი. მე არ ვარ ტიპიური ბომბარდირი.

საქმე იმაშია, რომ მე გოლის გასატანად არ ვთამაშობ, სიღრმიდან თამაში და შეტევების წარმართვა მომწონს, შემდეგ კი წინ გოლის გასატანად ავდივარ.

ვისწავლე, თუ როგორ ვიყო თამაშის შუაგულში და ჩემი მომენტი დავიჭირო.

ხანდახან არის მომენტები, როდესაც ვთვლი, რომ მატჩის მსვლელობისას ჩემი შეტევაში ჩართვა აუცილებელი არ არის, ველოდები კონკრეტულ მომენტს და მთელს ენერგიას სწორედ იქ ვხარჯავ.

თამაშის უკეთ წაკითხვა ვისწავლე, რა დროს და სად ვიმოქმედო ეფექტურად, გადამწყვეტად. ამ ყველაფერს თანდათანობით მივაღწიე“.

შეგახსენებთ, რომ „ელ კლასიკო“ 18 დეკემბრისთვის არის გადადებული. მატჩი თბილისის დროით 24:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები