Aa
Aa

დრამატული მატჩი - სამხრეთ აფრიკამ უელსი დაამარცხა და ფინალშია!

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ფინალისტის ვინაობა გაირკვა. სამხრეთ აფრიკამ დრამატულ ბრძოლაში უელსს 19:16 სძლია და მსოფლიო თასისთვის ფინალში ინგლისს შეერკინება.

სამხრეთ აფრიკელებმა მთლიანობაში უკეთ ითამაშეს და ეს მხოლოდ ტაბლოზე არ ასახულა. პირველი ნახევარი უელსმა 6:9 დათმო.

მატჩის ორივე ლელო მეორე ტაიმში დაიდო. უელსმა შესვენების შემდეგ ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვა და ანგარიში გაათანაბრა.

ამის შემდეგ, 57-ე წუთზე ალენდემ შეხვედრის პირველი ლელო დადო, რომელიც ზუსტად პოლარდმა გარდასახა.

პოლარდი მთელი მატჩის განმავლობაში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა

ბრიტანელებს შეტევის გარდა სხვა გზა აღარ რჩებოდათ. 65-ე წუთზე ადამსმა საპასუხო ლელოს დადება შეძლო, ჰალფპენიმ ზუსტად გარდასახა და ანგარიში გათანაბრდა.

თითქოს ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, თუმცა 76-ე წუთზე სამხრეთ აფრიკამ ჯარიმის უპირატესობა მიიღო, რომელიც ზუსტად პოლარდმა შეასრულა და თავისიანები 3 ქულით დააწინაურა.

უელსელებმა ბოლო წუთები შესაბამისად ვერ გამოიყენეს და შეტევა ვერ განახორციელეს. საბოლოოდ სამხრეთ აფრიკელებმა ფინალის საგზური სრულიად დამსახურებულად მოიპოვეს.

2 ნოემბერს თბილისის დროით 13:00 საათზე ფინალში ერთმანეთს ინგლისი და სამხრეთ აფრიკა შეერკინებიან.

შეხვედრის სრული მიმოხილვა

ცხელი ამბები