კიტეიშვილის შესანიშნავი საგოლე გადაცემა
Aa
Aa

კიტეიშვილის შესანიშნავი საგოლე გადაცემა

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-12 ტურში ''სანქტ პოლტენი'' შინ გრაცის ''შტურმთან'' 0:4 დამარცხდა. პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ 50-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილის შესანიშნავი პასით კირილ დესპოდოროვმა ანგარიში გახსნა.

ოთარ კიტეიშვილმა სასტარტო შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა.

 

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 23 წლის ქართველმა ნახევარმცველმა 12 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

12-გუნდიან ჩემპიონატში ''შტურმი'' 20 ქულით მეხუთე ადგილზეა და ლიდერ ''ზალცბურგს'' 9 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები