Aa
Aa

"ეს აბსოლუტური სიგიჟეა!" - ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე აბსურდული პენალტი დაინიშნა!

პარასკევს მეორე ბუნდესლიგაში „კილსა“ და „ბოხუმს“ (2:1) შორის გამართულ შეხვედრაში ძალიან უცნაური პენალტი დაინიშნა.

ამ „საოცრების“ მთავარი შემოქმედი მატჩის მთავარი არბიტრი ტიმო გერახი და ვიდეო რეფერი გახლავთ.

38-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1-0-ს იგებდნენ, მსაჯმა „ბოხუმს“ პენალტი დაუნიშნა, რომელიც კონგოელმა სილვერ ჟანვულამ გოლად აქცია.

საბოლოოდ მასპინძლებმა მაინც მოიგეს, მაგრამ ჟანვულას პენალტის მომენტი ისტორიაში აუცილებლად შევა. მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი მხოლოდ იმიტომ დანიშნა, რომ ჟანვულას მიერ დარტყმული ბურთი, რომელიც კარს ასცდა, კუთხურის ხაზთან მდგომმა „კილის“ სათადარიგო მოთამაშემ გააჩერა.


 

გამეორებაზე ნათლად ჩანს, რომ ბურთს მოედნის ფარგლები ბოლომდე არ ჰქონდა დატოვებული. ამის გამო მსაჯმა პენალტი დანიშნა, რაც ყველას გაუკვირდა, მათ შორის შეხვედრის კომენტატორსაც, რომელიც გაოცებისგან ემოციებს ვერ მალავდა.

საქმე იმაშია, რომ ახალი წესების თანახმად სათადარიგო მოთამაშე რომელიც მსაჯის ნებართვის გარეშე მოედანზე შევა და თამაშში ჩაერთვება, კერძოდ კი ბურთს შეეხება, ან შეეხება მოწინააღმდეგეს, ისჯება საჯარიმო დარტყმით. საჯარიმოში კი ეს პენალტად ფასდება.

ამ წესის შესახებ ბევრმა არ იცის, თუმცა უნდა ვაღიაროთ რომ ხსენებული წესი საკმაოდ უცნაური და ლოგიკას მოკლებულია.

გერახი ვიდეო რეფერის დაელოდა, რომელმაც სიტუაცია აუხსნა, რის შემდეგაც პენალტი დაინიშნა. საეჭვოა, რომ მსგავსი რამ უახლოეს წლებში კიდევ ვნახოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები