25 ქულა და მატჩის MVP! შენგელიას ბრწყინვალე თამაში და გამარჯვება
Aa
Aa

25 ქულა და მატჩის MVP! შენგელიას ბრწყინვალე თამაში და გამარჯვება "ოლიმპიაკოსთან"

ევროლიგის მე-4 ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლა და საკმაოდ დამაჯერებლად 82:66 დაამარცხა.

ვიტორიული კლუბისთვის სეზონში ეს მე-2 გამარჯვება იყო.

შენგელიას ბრწყინვალე მოქმედება

„სასკი ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 29:45 წუთი დაჰყო. მისი მონაგარი 25 ქულა, 9 მოხსნა და 3 გადაცემა იყო.

თოკოს სამქულიანი

შენგელია პარკეტზე საუკეთესო გახლდათ და შეხვედრის MVP-ის წოდებაც დაიმსახურა.

თოკოს ორმაგ დუბლამდე მხოლოდ ერთი მოხსნა დააკლდა. რაც შეეხება ნატურალიზებულ ქართველ მეტ ჯენინგს, მისი მონაგარი მხოლოდ 2 ქულა გახლდათ.

მომდევნო ტურში „ბასკონია“ საფრანგეთში „ვალერბანს“ დაუპირისპირდება.

ბასკონია 82:66 ოლიმპიაკოსი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები