Aa
Aa

3 ქართული ოქრო და რეკორდი! ანტონ პლესნოი ევროპის ჩემპიონია!

ბუქარესტის 23 წლამდელთა ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრი ანტონ პლესნოი ევროპის ჩემპიონი გახდა.

გიორგი ასანიძის ნაკრების წევრმა პლესნოიმ 3 ოქროს მედალი მოიპოვა. ძალოსანმა ატაცში 168/173 დაძლია და შემდეგ აკვრაში 200/205/215 კილოგრამი დაიმორჩილა.

რაც შეეხება ორჭიდს, პლესნოიმ აქ თავი 388 კილოგრამს მოუყარა და პირველობა არავის დაუთმო.

ანტონ პლესნოიმ სამივე დისციპლინაში ევროპის რეკორდი დაამყარა!

შეგახსენებთ, რომ რევაზ დავითაძემ 89 კგ. კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. მიუხედავად ტრავმისა ქართველი სპორტსმენი არ დანებდა და ფავორიტის სტატუსი ბოლომდე გაამართლა. რომ არა დასანანი ტრავმა მას ოქროს შანსიც ექნებოდა.

ცხელი ამბები