Aa
Aa

"ბაიერნმა" შესაძლოა "ახალი ნეიმარი" დაიმატოს

"La Repubblica"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა კლუბის შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, გერმანული გრანდი "პალმეირასის" ფორვარდის, გაბრიელ ჟეზუსის დამატებასთან საკმაოდ ახლოსაა. 19 წლის ფეხბურთელი ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება და იგი უკვე შერაცხეს "ახალ ნეიმარად". აქედან გამომდინარე, ფეხბურთელზე მოთხოვნა უკვე საკმაოდ დიდია და მისით "ბაიერნის" გარდა ისეთი კლუბებიც ინტერესდებიან, როგორებიც "პარი სენ ჟერმენი", მადრიდის "რეალი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და ტურინის "იუვენტუსი" არიან.

გაბრიელ ჟეზუსს "პალმეირასთან" მიმდინარე კონტრაქტი 2019 წელს ეწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები