ლობჟანიძე ''ბრონდბიუსთან'' მატჩს გამოტოვებს
Aa
Aa

ლობჟანიძე ''ბრონდბიუსთან'' მატჩს გამოტოვებს

დანიური ''რანდერსის'' 24 წლის შემტევმა საბა ლობჟანიძემ ეროვნულ ნაკრებში მიღებული ტრავმის შემდეგ ვარჯიში განაახლა, თუმცა ამ ეტაპზე ინდივიდუალურად ემზადება. ''რანდერსის'' საუკეთესო ბომბარდირი კლუბს უახლოეს ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

როგორც ფეხბურთელმა CrystalSport-თან საუბარში აღნიშნა, 27 ოქტომბერს ''ბრონდბიუსთან'' გასვლით მატჩს გამოტოვებს. შეგახსენებთ გასულ ზაფხულში ლობჟანიძე ''ბრონდბიუში'' გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა. დანიური მედიის ცნობით კლუბები სატრანსფერო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა იანვარში მოლაპარაკების განახლება იგეგმება.

მას ასევე ვერ ვიხილავთ დანიის თასზე მეოთხელიგელ ''ვიბისთან'' დაპირისპირებაში.

საბა ლობჟანიძემ ტრავმა მიმდინარე თვეში სანაკრებო შეკრებაზე მიიღო, რის გამოც გიბრალტარში ვერ გაემგზავრა.

დანიის სუპერლიგის ბომბარდირთა დავაში ქართველი მოთამაშე მხოლოდ 3 ფეხბურთელს ჩამორჩება. ლობჟანიძის ანგარიშზე 6 გოლია.

ფოტო: Lars Rønbøg, Getty Images

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები