საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მეინ რაუნდი უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით დაიწყო
Aa
Aa

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მეინ რაუნდი უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეინ რაუნდის პირველი შეხვედრა პოლონეთის წინააღმდეგ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში, 3:2 იმარჯვა.

ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა ჯგუფური ეტაპის მასპინძელ ნაკრებს თამაში 1:2-დან შემოუტრიალეს და უშუალო კონკურენტთან უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეს. ჩვენი გუნდისგან დუბლი თალესმა შეასრულა, ერთი გოლი კი ფუმასას ანგარიშზე გახლდათ.

ჯგუფის მეორე მატჩში ერთმანეთს ესპანეთისა და ფინეთის ნაკრებები ხვდებოდნენ. პირენეელებმა სკანდინავიელებს შანსი არ დაუტოვეს და 3-ბურთიანი სხვაობით, 4:1 დაამარცხეს.

ჯგუფიდან ორი საუკეთესო ნაკრები შემდეგ ეტაპზე გავა და მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად ბრძოლას უკვე ელიტ რაუნდიდან შეეცდება.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას დღეს, თბილისის დროით 19:00 საათიდან ესპანეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს. ბოლო ტურის მატჩი კი 27 ოქტომბერსაა დაგეგმილი, როცა ჩვენი გუნდის მეტოქე ფინეთის ნაკრები იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები