ანტეტოკოუნმპოს ისტორიული მატჩი და გამარჯვება
Aa
Aa

ანტეტოკოუნმპოს ისტორიული მატჩი და გამარჯვება "ჰიუსტონთან"

რასელ უესტბრუკმა და ჯეიმს ჰარდენმა თანაგუნდელების რანგში პირველი შეხვედრა გამართეს და „მილუოკი ბაქსს“ შეერკინენ. „ჰიუსტონის“ ქომაგთა სამწუხაროდ მათმა ფავორიტმა გუნდმა 2019-20 წლების სეზონი წარუმატებლად დაიწყო და საკუთარ კედლებში დამარცხდა.

ტეხასელები უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ, თუმცა მეოთხე მეოთხედში „მილუოკიზე“ 15 ქულით ნაკლები დააგროვეს და საბოლოოდ 111-117 წააგეს.

„ხარირმების“ წარმატების მთავარი შემოქმედი იანის ანტეტოკოუნმპო გახლდათ. ბერძენმა სუპერვარსკლავმა 30 ქულა, 13 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ანტეტოკოუნმპო „მილუოკი ბაქსის“ ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც სეზონის გახსნით შეხვედრაში სამმაგი დუბლი გაიფორმა.

იანისის გარდა „ბაქსის“ რიგებში 10 ქულიანი ნიშნული კიდევ ექვსმა მოთამაშემ გადალახა, თუმცა 15 ქულაზე მეტი არცერთ მათგანს ჰქონია. რაც შეეხება „ჰიუსტონს“, „როქეთსს“ 24 ქულითა და 16 მოხსნით რასელ უესტბრუკმა ულიდერა. ჯეიმს ჰარდენმა საშინლად იასპარეზა და 13-დან მხოლოდ 2 ბურთი ჩააგდო, მაგრამ აქტივში მაინც 19 ქულა ჩაიწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები