Aa
Aa

"რეალის" პრიორიტეტი ნახევარმცველისა და თავდამსხმელის შეძენაა

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი კლუბის სატრანსფერო მიზნების შესახებ "სამეფო გუნდის" პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს გაესაუბრა. როგორც ესპანური გამოცემა "AS" იუწყება, ფრანგმა სპეციალისტმა პრეზიდენტს ნახევარმცველისა და ცენტრფორვარდის შეძენა მოსთხოვა.

აღნიშნული წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე, ზიდანს ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელის, პოლ პოგბას დამატება სურს. რაც შეეხება ცენტრფორვარდს, აქ ფრანგი სპეციალისტის სურვილს, მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის ხილვა წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ "რეკორდმაისტერი" პოლონელი ფორვარდის დათმობას არაფრის ფასად არ აპირებს, ზიდანს სათდარიგო ვარიანტიც აქვს შერჩეული. ეს დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევი, პიერ-ემერიკ ობამეიანგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები