Aa
Aa

ახალგაზრდა მოჭიდავეები მსოფლიოს დასაპყრობად ემზადებიან

28 ოქტომბერს უნგრეთის დედაქალაქში 23 წლამდე მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება, რომელიც 3 ნოემბრამდე გაგრძელდება.

საქართველოს ნაკრები ბერძნულ-რომაულ სტილით წიდაობაში უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს.

ნაკრები დუშეთში დასკვნით შეკრებას მართავს, სადაც მთავარმა მწვრთნელმა ის 10 სპორტსმენი დაასახელა , რომლებიც ბუდაპეშტში გაემგზავრებიან.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები საქმეში 1 ნოემბერს ჩაებმებიან და სამი დღის განმავლობაში 10 წონით კატეგორიაში გამოავლენენ მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორებს.

მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩემპიონი გახდა.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები:

55 კგ - ნუგზარ წურწუმია

60 კგ - დათო ჩხარტიშვილი

63 კგ - ლევან ქავჟარაძე

67 კგ - გიორგი კურტანიძე

72 კგ - რამაზ ზოიძე

77 კგ - ბექა მამუკაშვილი

82 კგ - აივენგო რიკაძე

87 კგ - გურამ ხეცურიანი

97 კგ - გიორგი მელია

130 კგ - ზვიად პატარიძე

ზვიად პატარიძე - მსოფლიო ჩემპიონი

 

ნუგზარ წურწუმია - მსოფლიო ჩემპიონი

 

სოსო ჯაბიძე - 23 წლამდე ნაკრების მწვრთნელი

 

თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კი დასკვნითი შეკრება ბორჯომში გაიარა და უნგრეთში ხვალ გაემგზავრება.

მსოფლიოს კონკურენციაში საქართველოს სახელით ჩაებმებიან:

57 კგ - რობერტ დინგაშვილი (ყვარელი)
61 კგ - თეიმურაზ ვანიშვილი (გორი)
65 კგ - ედემი ბოლქვაძე (სამტრედია)
70 კგ - მირზა სხულუხია (ქუთაისი)
74 კგ - გიორგი სულავა (ქუთაისი)
79 კგ - ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი)
86 კგ - ზაურ ბერაძე (ხარაგაული)
92 კგ - დემურ მეგენეიშვილი (თბილისი)
97 კგ - გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)
125 კგ - ზურიკო ურთაშვილი (მცხეთა)

ცხელი ამბები