ტერ შტეგენმა დუმილი დაარღვია:
Aa
Aa

ტერ შტეგენმა დუმილი დაარღვია: "რაღაცებზე დალაპარაკება მოგვიწევს"

ენრესტო ვალვერდეს ხელმძღვანელობით „ბარსელონამ“ მორიგი უსახური მატჩი ჩაატარა და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ამჯერადაც მარკ ანდრე ტერ-შტეგენის გმირობით გუნდი მარცხს გადაურჩა.

ვინც შეხვედრას უყურა დაგვეთანხმება, რომ თამაშიდან გამომდინარე „ბარსას“ მოპოვებული 3 ქულა არ ეკუთვნოდა.

პრაღის „სლავიამ“ კატალონიელებს არაფერი დაუთმო. მათ „ბარსას“ კარისკენ 22-ჯერ დაარტყეს, გერმანელ გოლკიპერს კი 6 „სეივის“ შესრულება მოუხდა.

მატჩის შემდეგ, ტერ-შტეგენმა დუმილი დაარღვია და პრესასთან საკმაოდ ხმამაღალი კომენტარი გააკეთა:

„ვერ ვითამაშეთ იმ დონეზე როგორც გვსურდა. მთავარია მიზანი მიღწეულია და სამი ქულა მოვიპოვეთ, თუმცა ჩვენ რაღაცებზე დალაპარაკება მოგვიწევს.

ეს არის ის, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ამ საკითხის ახლა და აქ განხილვას არ ვაპირებ. ეს ყოველთვის ხდება. არის რაღაცები რისი გამოსწორებაც სავალდებულოა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს თემა პრესასთან განსახილველი არ არის. პრობლემა გუნდის შიგნით უნდა მოგვარდეს.

ტაქტიკურად თამაში უნდა გავაუმჯობესოთ. ამ საკითხზე დალაპარაკება აუცილებელია.

ისინი მატჩის დასაწყისიდან ბოლო წუთამდე მარწუხებში გვაქცევდნენ. მე სრულიად მარტი ვრჩებოდი ხოლმე. ეს ჩვენ არ უნდა გვემართებოდეს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები