ლაუტარო მარტინესი
Aa
Aa

ლაუტარო მარტინესი "ბარსელონას" მთავარ სამიზნედ ყალიბდება

„ბარსელონას“ სამომავლო სატრანსფერო პრიორიტეტად ნელ-ნელა ლაუტარო მარტინესი ყალიბდება.

ესპანური Mundo-ს ინფორმაციით, „ბლაუგრანა“ ლაუტაროს შეძენაზე ფიქრობს და ამის მცდელობა კატალონიელებს 2020 წლის ზაფხულში ექნებათ.

არგენტინელი ფორვარდის აგენტმა ბეტო იაკემ განაცხადა, რომ „ბარსას“ ლაუტაროს გამოსასყიდად 110-დან 200 მილიონამდე გადახდა მოუწევს.

„ინტერის“ სურვილია, რომ მარტინესი თავიანთ რიგებში 2024 წლამდე დარჩეს, თუმცა შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში მოლაპარაკებებისთვის მზადაა.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელთა თვალთახედვის არეში ჰარი კეინი, მარკუს რაშფორდი და კილიან მბაპე არიან. „ბარსელონა“ ზაფხულისთვის ცენტრფორვარდის შესაძენად დიდი თანხის დახარჯვას გეგმავს.

კლუბი ნეიმარის დაბრუნებას აღარ შეეცდება, რადგან მარცხენა გარემარბის პოზიციაზე დემბელესა და ანსუ ფატის ბოლომდე გამოყენებას შეეცდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები