ზლატანი საფეხბურთო სამყაროს მორიგ ბომბს უმზადებს!
Aa
Aa

ზლატანი საფეხბურთო სამყაროს მორიგ ბომბს უმზადებს!

შვედეთის ნაკრების თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ(3-0), საკმაოდ საინტერესო და დამაინტრიგებელი განცხადება გააკეთა.

"7 ივნისს ძალიან მნიშვნელოვან ამბავს შეიტყობთ! ეს ნამდვილი საზაფხულო ბომბი იქნება. თავს შესანიშნავად ვგრძნობ. იმაზე უკეთესადაც კი, ვიდრე შეიძლება" - განაცხადა ზლატანმა.

შაგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იბრაჰიმოვიჩი "მანჩესტერ იუნაიტედში" ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გადავიდოდა. ზლატანის ხვალინდელი განცხადებაც დიდი ალბათობით, აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები