ზელანდიელებმა
Aa
Aa

ზელანდიელებმა "გორგოძილა" დააფასეს - მამუკა გორგოძე ყველა დროის სიმბოლურ გუნდში

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ამჟამად შესვენებაა, სარაგბო სამყარო შაბათ-კვირას ელოდება როდესაც ერთმანეთის წინააღმდეგ ინგლისი-ახალი ზელანდია და უელსი-სამხრეთ აფრიკა წარსდგებიან.

სანამ ნახევარფინალები გაიმართება იქამდე ახალმა ზელანდიურმა სპორტულმა გვერდმა Worldwide Rugby Hub-მა ყველა დროის გუნდი გამოავლინა.

ხსენებულმა ვებ გვერდმა სიმბოლური თხუთმეტეული ახალ ზელანდიელი მოთამაშეების გარეშე დააკომპლექტეს და მასში მხოლოდ უცხოელები შეიყვანეს. ქართველი ქომაგებისთვის სასიხარულოა, რომ გუნდში მოხვდა მამუკა გორგოძე.

ლეგენდარული ქართველი მესამეხაზელი მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეთა გვერდით დააყენეს.

მსოფლიო ჩემპიონატისთვის ნაკრებში დაბრუნებულმა მამუკა გორგოძემ სანაკრებო კარიერა უკვე ოფიციალურად დაასრულა. „გორგოძილამ“ „ბორჯღალოსნების“ მაისურით 75 შეხვედრა ჩაატარა და 4 მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა წინა მსოფლიო პირველობაზე ნაჩვენები შედეგი ვერ დააფიქსირა და ჯგუფში 2 მატჩის მოგება ვერ შეძლო. ახალმა ზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა „ბორჯღალოსნები“ უკვე დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები