საქართველოს თასის ფინალში
Aa
Aa

საქართველოს თასის ფინალში "ლოკომოტივი" "საბურთალოს" დაუპირისპირდება

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალშილოკომოტივიქვეყნის მოქმედ ჩემპიონსსაბურთალოსდაუპირისპირდება.

დღის პირველ ნახევარფინალში რკინიგზელებმა საგარეჯოში მეოთხე ლიგის გუნდიგარეჯიმძიმე ბრძოლაში ანგარიშით 3:2 დაამარცხეს.

მატჩის დებიუტში მასპინძლები ილია გუჯარაიძემ დააწინაურა.

შეხვედრის მეორე ტაიმშილოკომ“ 2 წუთიან ინტერვალში 2 გოლის გატანა მოახერხა. გოლები  ირაკლი სიხარულიძემ და ნიკა ჭანტურიამ გაიტანეს.

3 წუთშიგარეჯმაწონასწორობა აღადგინა და საბა თავაძეს გოლით ანგარიში 2:2 გახადა.

67-ე წუთზე კი თეიმურაზ შონიამ პენალტი ზუსტად გამოიყენა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

მეორე ნახევარფინალური შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაცსაბურთალომქუთაისისტორპედოსუმასპინძლა.

დედაქალაქელებმა მეტოქე ანგარიშით 2:0  დაამარცხეს.

მატჩის მეორე ტაიმის დებიუტში შორეული დარტყმით ანგარიში გიორგი კოხრეიძემ გახსნა.

69-ე წუთზე კი როლოვიჩის დარტყმის შემდეგ ბურთი ანრი ჭიჭინაძეს მოხვდა და კარში შეგორდა.

დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი 7 დეკემბერს გაიმართება

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები