ფეხბურთი მეტია, ვიდრე უბრალოდ თამაში - ემოციური მომენტი
Aa
Aa

ფეხბურთი მეტია, ვიდრე უბრალოდ თამაში - ემოციური მომენტი "უტხრეხტი" პსვ-ს შეხვედრიდან

ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-19 ტურში „უტრეხტმა“ პსვ-ს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

„ეინდჰოვენის“ რიგებში 17 წლის მუჰამედ იჰატარენი თამაშობდა, რომელსაც მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მამა გარდაეცვალა.

78-ე წუთზე იჰატარენი შეცვალეს. მოედნიდან მისი გასვლის დროს კი ტრიბუნებზე შეკრებილმა ორივე გუნდის ქომაგებმა ახალგაზრდა მოთამაშე აპლოდისმენტებით გაამხნევეს.

 

როგორც წესი, სტუმარი გუნდის რიგებში განხორციელებული ცვლილების დროს ტრიბუნებიდან სტვენა ისმის ხოლმე, თუმცა ამჯერად ასე არ მომხდარა.

ეს არის ის, რაც ფეხბურთს დიდებულს ხდის...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები