Aa
Aa

ახალი რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე - მბაპემ მესის მაჩვენებელი გააუმჯობესა!

კილიან მბაპე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ტურნირზე 15 გოლის გატანა შეძლო. ფრანგმა ვარსკვლავმა ლიონელ მესის მაჩვენებელი გააუმჯობესა.

მბაპემ „ბრიუგესთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა, რა დროსაც იგი 20 წლისა და 306 დღის ასაკის გახლდათ, მესიმ კი ლიგაზე 15 გოლის გატანა 21 წლისა და 288 დღის ასაკში მოახერხა. თავის მხრივ, არგენტინელმა მაშინ რაულის მაჩვენებელი ჩამოიტოვა.

პსჟ-ს ფრანგი შემტევი მოედანზე მეორე ტაიმის 52-ე წუთზე შევიდა, რის შემდეგაც 3 გოლთან ერთად, საგოლე გადაცემაც მიითვალა. 2008 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად მოხდა, როცა ცვლილებაზე შესულმა მოთამაშემ 3 გოლი შეაგდო. მაშინ იგივე „ვილიარეალის“ ფორვარდმა, ხოსება ლორენტემ „ოლბორგის“ წინააღმდეგ გააკეთა.

მბაპემ მიმდინარე სეზონში მე-8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მეტოქეთა კარში კი 5 გოლის გატანა შეძლო.

„პარი სენ ჟერმენმა“ „ბრიუგე“ 5:0 დაამარცხა და A ჯგუფს უდანაკარგოდ ლიდერობს. ტუხელის გუნდი მეორეადგილოსან „რეალს“ 5-ით, ხოლო მესამეადგილოსან „ბრიუგეს“ 7 ქულით უსწრებს.

პარიზელები მომდევნო მატჩს იმავე „ბრიუგეს“ წინააღმდეგ უკვე საკუთარ არენა „პარკ დე პრენსზე“, 7 ნოემბერს გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები