ზვიად კუპატაძე -
Aa
Aa

ზვიად კუპატაძე -"პირველივე მატჩი ჩვენთვის ფინალის ტოლფასია"

საქართველს ნაკრები ფუტსალის 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ რაუნდში ბრძოლას 24 ოქტომბრიდან იწყებს.

ქართველებთან ერთად, პირველ ჯგუფში, ელიტ რაუნდში გადასასვლელად მასპინძელი პოლონეთი, ფინეთი და ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ესპანეთი იბრძოლებენ.

მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლებას ორი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები მოიპოვებს.

ჯვაროსნებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წარმატებით გაიარეს. შეგახსენებთ, რომ მათ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დანია, ისრაელი და გერმანია დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხეს.

პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 24 ოქტომბერს, 22:00 საათზეპოლონეთის წინააღმდეგ გამართავს.

"ამ ეტაპისთვის, შეიძლება ითქვას, ყველაზე რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ჩვენ შეგვიძალია ელიტ რაუნდის საგზურისთვის ბრძოლა. პოლონეთთან გასამართი პირველივე მატჩი ჩვენთვის ფინალის ტოლფასია. დარბაზი, სადაც ეს შეხვედრა გაიმართება, ხუთი ათას გულშემატკივარს იტევს და ყველა ბილეთი გაყიდულია. შესაბიმსად, მეტოქეს დიდი მხარდაჭერა ექნება, თუმცა ჩვენ მათ დასამარცხებლად საკმარისი ძალა გვაქვს. ეს ძალა გუნდია, რომელიც საქართველოს წარმოადგენს. ქართველი გულშემატკივრების გასახარებლად, ყველაფერს გავაკეთებთ. ტაქტიკურად, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გუნდი მზად არის. ჩვენი მაქსიმუმი კი, თამაშებში გამოვლინდება.“ -  განაცხადა ზვიად კუპატაძემ  

მეინ რაუნდის სრული განრიგი:

პოლონეთი - საქართველო

24 ოქტომბერი - 22:00 საათი

საქართველო - ესპანეთი

25 ოქტომბერი - 19:00 საათი

ფინეთი - საქართველო

27 ოქტომბერი - 20:00 საათი

წყარო - sbm.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები