Aa
Aa

ფერდინანდი და გუარდიოლა სტერლინგს აქებენ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რიო ფერდინანდმა „სიტის“ სუპერვარსკლავი, რაჰიმ სტერლინგი შეაქო. „ქალაქელთა“ ლიდერმა ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა ფენომენალურად ჩაატარა და „ატალანტასთან“ ჯახში 11 წუთში ჰეთ-თრიქი მიითვალა.

სტერლინგის წარმატებულ გამოსვლას ფერდინანდი BT Sport-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას გამოეხმაურა და განაცხადა: „რაჰიმი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც ასაკის მიუხედავად, უკვე ბევრი შეხვედრა აქვს ჩატარებული. იგი ჯერ კიდევ პროგრესირებს და თავის საფეხბურთო არსენალს ზრდის“.

„დღესდღეობით სტერლინგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეულში შედის და ამაზე კამათიც არ ღირს. არ მაინტერესებს ვის დაასახელებთ. რაჰიმის საუკეთესო ხუთეულის მიღმა დატოვება შეუძლებელია“.

„ატალანტასთან“ მატჩის შემდეგ, ინგლისელი შემტევი „სიტის“ თავკაცმა, პეპ გუარდიოლამაც შეაქო: „რაჰიმს ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია. იგი ძალიან სწრაფია და უკანახაზელებს აქტიურად ეხმარება. სტერლინგი განსაკუთრებული ფეხბურთელია. მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული და სასიხარულია, რომ მას პროგრესის გზაზე სიარულის გაგრძელება სურს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები