„პსჟ“ კავანის გაყიდვას არ აპირებს
Aa
Aa

„პსჟ“ კავანის გაყიდვას არ აპირებს

უკანასკნელ პერიოდში, ედინსონ კავანის არაერთ ევროპულ გრანდს უკავშირებენ. ზოგიერთი ფრანგული გამოცემა კი ირწმუნება, რომ ურუგვაელი ფეხბურთელი გუნდს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს აუცილებლად დატოვებს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი პარიზული კლუბის პრეზიდენტმა, ნასერ ალ ხელაიფიმ გააკეთა და აღნიშნა, რომ ისინი კავანის გაყიდვას არ აპირებენ.

 

„ედნინსონ კავანი არის ფეხბურთელი, რომელსაც მე ძალიან ვაფასებ. ის ჩვენი გუნდისთვის ძალიან საჭირო მოთამაშეა და მის გაყიდვაზე საუბარიც კი არასოდეს გვქონია“ - განაცხადა ალ ხელაიფიმ „Le Parisien-თან საუბრისას.

 

 

მიმდინარე სეზონში კავანიმ „პარი სენ ჟერმენის“ მაისურით 29 მატჩი ჩაატარა და თავის გამოჩენა 8-ჯერ შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები