Aa
Aa

ზაიონმა ტრავმა მიიღო და მინიმუმ 6 კვირას იუქმებს

„ნიუ ორლეანის“ ქომაგები 2019-20 წლების სეზონის გახსნით შეხვედრაში ზაიონ უილიამსონის თამაშს ვერ იხილავენ. 2019 წლის დრაფტის პირველმა ნომერმა მარჯვენა მუხლის მენისკი გაიწყვიტა. „პელიკანსის“ ინფორმაციით ზაიონს ოპერაცია ჩაუტარდა და იგი 6-დან 8 კვირას იუქმებს.

უილიამსონი 20-დან 27 შეხვედრამდე გამოტოვებს და გუნდს სავარაუდოდ დეკემბრის ბოლოს, „დენვერის“ წინააღმდეგ გასამართ მატჩში დაუბრუნდება.

„ნიუ ორლეანის“ მთავარი მწვრთნელის, ელვინ ჯენტრის მიხედვით ზაიონმა ტრავმა 13 ოქტომბერს, „სან ანტონიო სპურსთან“ დაპირისპირებაში მიიღო. აღსანიშნავია, რომ ტეხასელებთან უილიამსონმა 22 ქულა და 10 მოხსნა გაიფორმა.

„პელიკანსის“ ქომაგები 2019 წლის დრაფტის პირველ ნომერზე დიდ იმედებს ამყარებენ. მათ სჯერათ, რომ ზაიონი NBA-ში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება და გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

უილიამსონი განსაკუთრებული კალათბურთელია, რაც წინასასეზონო მატჩებშიც დამტკიცდა. მოსამზადებელ შეხვედრებში იგი საშუალოდ 23.3 ქულასა და 6.5 მოხსნას აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები