Aa
Aa

France Football-მა "ოქროს ბურთის" ნომინანტები დაასახელა!

პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემა France Football-მა "ოქროს ბურთის", მეკარეებს შორის - იაშინის ჯილდოსა და ახალგაზრდებს შორის - Kopa Trophy-ის 2019 წლის ნომინანტები დაასახელა.

"ოქროს ბურთის" ნომინანტთა ჩამონათვალში 30 მოთამაშეა, რომელთა შორისაც ფიფა-ს The Best-ის წლევანდელი სამეულიცაა - კრიშტიანუ რონალდუ, ვირჯილ ვან დეიკი და ლიონელ მესი.

სპეციალისტთა აზრით, ფავორიტებად მესი და ვან დეიკი ითვლებიან, თუმცა უფრო მეტ შანსს მაინც ჰოლანდიელს ანიჭებენ, რომელმაც „ლივერპულთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ერთა ლიგის პირველი გათამაშება ტრიუმფით დაასრულა, თუმცა მის შანსებს ამ გამოკითხვაში მაინც მიზერულად აფასებენ.

"ოქროს ბურთის" მოგების პრეტენდენტები შემდეგი ფეხბურთელები არიან: ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული); ბერნარდო სილვა (სიტი); სონ ჰიონ-მინი (ტოტენჰემი); რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); რობერტო ფირმინო (ლივერპული); ალისონ ბეკერი (ლივერპული); მატიის დე ლიხტი (იუვენტუსი); კარიმ ბენზემა (რეალი); ჯორჯინიო ვეინალდუმი (ლივერპული); სერხიო აგუერო (სიტი); ფრენკი დე იონგი (ბარსელონა); უგო ლორისი (ტოტენჰემი); დუშან ტადიჩი (აიაქსი); კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი); კილიან მბაპე (პსჟ); ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი (ლივერპული); დონი ვან დე ბეეკი (აიაქსი); პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა); სადიო მანე (ლივერპული); ლიონელ მესი (ბარსელონა); კევინ დე ბრუინი (სიტი); რიად მაჰრეზი (სიტი); კალიდუ კულიბალი (ნაპოლი); ანტუან გრიზმანი (ბარსელონა); მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); მარკინიოსი (პსჟ); ედენ აზარი (რეალი); რაჰიმ სტერლინგი (სიტი); ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო).

30-კაციან სიაში ვერ მოხვდა ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ნეიმარი, რაზეც France Football-მა მოგვიანებით სპეციალური განმარტება გააკეთა. გამოცემამ ჩამოთვალა ის მიზეზები, რომელთა გამოც 27 წლის შემტევი ნომინანტთა შორის არაა: ძირითადად, საქმე ტრავმებს ეხება, ასევე ნახსენებია „მანჩესტერთან“ მატჩის შემდეგ მსაჯისთვის საჯაროდ მიყენებული შეურაცხყოფა, გულშემატკივრისთვის ხელის კვრა და გახმაურებული სექსუალური სკანდალი.

26 წლის შემდეგ პირველად მოხდა, როცა „ოქროს ბურთის“ წინა წლის გამარჯვებული 30-კაციან ნომინანტთა ჩამონათვალში არ დაასახელეს.

იაშინის ჯილდოსთვის იბრძოლებენ: ალისონ ბეკერი (ლივერპული); ედერსონ მორაეში (სიტი); სამირ ჰანდანოვიჩი (ინტერი); კეპა არისაბალაგა (ჩელსი); უგო ლორისი (ტოტენჰემი); მანუელ ნოიერი (ბაიერნი); იან ობლაკი (ატლეტიკო); ანდრე ონანა (აიაქსი); ვოიცეხ შესნი (იუვენტუსი); მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა).

ახალგაზრდებს შორის Kopa Trophy-ის ჯილდო შემდეგ ფეხბურთელებს შორის გათამაშდება: ვინისიუს ჟუნიორი (რეალი); მატიის დე ლიხტი (იუვენტუსი); მატეო გენდუზი (არსენალი); კაი ჰავერცი (ლევერკუზენი); ანდრეი ლუნინი (ვალიადოლიდი); ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო); ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი); მოიზე კინი (ევერტონი); სამუელ ჩუკვუეზე (ვილიარეალი); ლი კან-ინი (ვალენსია).

"ოქროს ბურთის" გამარჯვებული 2 დეკემბერს, პარიზში გასამართ სპეციალურ ცერემონიაზე გამოცხადდება. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს "ოქროს ბურთი" ლუკა მოდრიჩმა მოიგო, წლევანდელ სეზონში კი ფავორიტებად ვირჯილ ვან დეიკი და ლიონელ მესი ითვლებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები