Aa
Aa

ჩემპიონებს თსუ-ს რექტორმა უმასპინძლა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დუდუ დადიანის მემორიალური თასის მფლობელი თსუ საკალათბურთო გუნდის დაჯილდოება გაიმართა.

ღონისძიებას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე , კალათბურთელები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

გიორგი შარვაშიძე - თსუ-ს რექტორი

 

მემორიალის ფინალურ შეხვედრაში სტუდენტებმა ბათუმის გუნდი ანგარიშით 87:69 დაამარცხეს.

ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად კი თსუ-ს ცენტრფორვარდი გიორგი კორსანტია დასახელდა.

გიორგი კორსანტია - თსუ-ს კალათბურთელი

 

ასევე თსუ-ს გუნდში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის ნუგზარ მარკოიშვილი უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დაჯილდოვდა.

ნუგზარ მარკოიშვილი - მწვრთნელი

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები