Aa
Aa

შენგელიას ბრწყინვალე მატჩი - 18 ქულა, MVP და გამარჯვება!

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-5 ტურში ''ბასკონიამ'' ''ბეტისი'' 84:73 დაამარცხა.

მიმდინარე სეზონში ''ბასკონიამ'' მხოლოდ მეორე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციას იკავებს.

დღევანდელი საკალათბურთო მატჩი ''ბეტისის'' უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო მეოთხედში ''ბასკონიამ'' 32:14 მოიგო და გამარჯვება შენგელიას გუნდს დარჩა.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულთა ქართველი კალათბურთელი მატჩის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) დასახელდა. თოკო სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა, მის ანგარიშზე 18 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა იყო.

შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 27 შეადგინა. ქართველმა პიერია ჰენრის მხოლოდ 1 პუნქტით გაასწრო. ''ბასკონია'' მე-6 ტურის მატჩს სტუმრად გიორგი შერმადინის ''ტენერიფესთან'' ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები