მძიმე მატჩი აუტსაიდერთან: ბათუმის ''დინამო'' ერთპიროვნული ლიდერია
Aa
Aa

მძიმე მატჩი აუტსაიდერთან: ბათუმის ''დინამო'' ერთპიროვნული ლიდერია

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურში გორის ''დილამ'' ''თენგიზ ბურჯანაძეზე'' ბათუმის ''დინამოს'' უმასპინძლა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის ''დინამო'' შინ ''ლოკომოტივთან'' 0:1 დამარცხდა, გია გეგუჩაძის გუნდმა 1 ქულით გაასწრო უშუალო კონკურენტს.

31 ტურის შემდეგ ბათუმის ''დინამო'' ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.

გია გეგუჩაძემ გორული კლუბის წინააღმდეგ შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა: ალავიძე, ტეიდი, ჯიღაური (გაფრინდაშვილი 68), მანჯგალაძე, ფლამარიონი (თევდორაძე 90+2), კობახიძე, დვალიშვილი (მამუჩაშვილი 76), მელიავა, გაგოშიძე, ნავალოვსკი, რამოსი

გიორგი ნემსაძემ ჩემპიონობისთვის მებრძოლ კლუბთან შემდეგ ფეხბურთელებზე შეაჩერა არჩევანი: ჩოჩიშვილი, გიორბელიძე, მირცხულავა, ჩადუნელი, ნონდი (გაგნიძე 61), რაზმაძე, ფორტესი, კუცია, ნონიკაშვილი (სპანდერაშვილი 31), იენდეუნტი, გოშთელიანი (კოვტალიუკი 65)

31 ტურის შემდეგ ბათუმის ''დინამო'' 63 ქულით პირველ ადგილზეა, თბილისის ''დინამოს'' ანგარიშზე 62 ქულაა, ხოლო მოქმედი ჩემპიონი ''საბურთალო'' 60 ქულით მესამე ადგილზეა.

32-ე ტურში ბათუმის ''დინამო'' შინ ბოლოადგილოსან თბილისის ''ვიტ ჯორჯიას'' უმასპინძლებს, ''საბურთალო'' კი თბილისის ''დინამოს'' ''მიხეილ მესხზე'' დაუპირისპირდება.

ფოტო: ბათუმის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები