Aa
Aa

შერმადინის მორიგი ბრწყინვალე მატჩი! 18 ქულა და ზედიზედ მესამე გამარჯვება!

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-5 ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“ სტუმრად „მანრესას“ დამაჯერებლად 81:61 სძლია და მიჯრით მე-3 გამარჯვება მოიპოვა.

კვლავინდებურად დამაჯერებელი და ერთ-ერთი საუკეთესო იყო ქართველი ცენტრი, რომელმაც პარკეტზე 23:19 წუთი დაჰყო, რა დროშიც 18 ქულა, 9 მოხსნა, 1 გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

შერმადინმა ბურთი 4-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ მეტოქე გუნდის კალათბურთელები 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ცენტრის მონაგარი ბოლო 3 ტურში ასეთია - 20, 19 და 18 ქულა. შერმადინი იდეალურ ფორმასთან ახლოსაა.

„ტენერიფე“ ამ გამარჯვების შემდეგ, დროებით მე-5 პოზიციაზე აღზევდა. ვნახოთ რა მოხდება ტურის დასრულების შემდეგ.

მე-6 ტურის შეხვედრას შერმადინის გუნდი 27 ოქტომბერს თორნიკე შენგელიას „ბასკონიას“ წინააღმდეგ საკუთარ კედლებში ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები