ტაბიძის საგოლე პასი და მატჩის მიწურულს გადარჩენილი მატჩი
Aa
Aa

ტაბიძის საგოლე პასი და მატჩის მიწურულს გადარჩენილი მატჩი

რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურში ''უფასა'' და მოსკოვის ცსკა-ს დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. უფაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, 26-ე წუთზე 21 წლის ილზატ ახმეტოვმა ცსკა დააწინაურა.

მასპინძლებმა წონასწორობა 83-ე წუთზე აღადგინეს, ტაბიძის თავური გადაცემის შემდეგ ვიაჩესლავ კროტოვმა ახლო მანძილიდან ანგარიში გაათანაბრა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

''უფას'' რიგებში ჯიმი ტაბიძემ 90 წუთი ითამაშა. ქართველი მცველის გუნდმა 13 მატჩში 16 ქულა მოაგროვა და ამ ეტაპზე მერვე პოზიციაზეა.

ტაბიძემ მოსკოვური გუნდის წინააღმდეგ ხუთმცველიან ტაქტიკაში მარცხენა ცენტრალურ მცველად ითამაშა.

 

მიმდინარე სეზონში ტაბიძემ რუსეთის პრემიერლიგის ცამეტივე შეხვედრაში სასტარტოში ითამაშა. 23 წლის ფეხბურთელმა მეორე ტურში გოლი ''კრასნოდარს'' გაუტანა, ცსკა-სთან მატჩში კი მიმდინარე სეზონში პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა.

გასულ სეზონში ტაბიძემ რუსეთის ჩემპიონატში ტრავმის გამო მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ორივე საგოლე პასი მოსკოვის ''სპარტაკთან'' საშინაო მატჩში ჩაიწერა აქტივში.

ფოტო: fcufa.pro

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები