გმირი მწვრთნელი, რომელმაც სტუდენტები სიკვდილისგან იხსნა!
Aa
Aa

გმირი მწვრთნელი, რომელმაც სტუდენტები სიკვდილისგან იხსნა!

მიმდინარე წლის მაისში ამერიკული ფეხბურთის მწვრთნელმა კინონ ლოუმ უამრავი ადამიანი სიკვდილისგან იხსნა. ორეგონის შტატის ერთ-ერთ სკოლაში 18 წლის სტუდენტი ცეცხლსასროლი იარაღით კოლეჯში ადამიანთა მოკვლას გეგმავდა, თუმცა არეულობისა და პანიკის ფონზე კინონ ლოუ არ დაიბნა, სტუდენტს დაელაპარაკა, იარაღი გამოართვა და შემდეგ ჩაეხუტა. მაისში მომხდარი ფაქტის ვიდეოკადრები ამერიკულ მედიაში ახლახანს გავრცელდა.

Independent-ი ლოუს კომენტარს ავრცელებს:''ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა და თავს ყველა კარგად გრძნობს. ბედნიერი ვარ, რომ იმ მომენტში იქ აღმოვჩნდი და შევძელი სტუდენტების დახმარება.''

ვიდეო, რომელიც გულგრილს ვერ დაგტოვებთ, უსაფრთხოების კამერამ აღბეჭდა

ცხელი ამბები