ბაგრატიონის გოლი და ხიზანიშვილის გუნდის დრამატული მარცხი
Aa
Aa

ბაგრატიონის გოლი და ხიზანიშვილის გუნდის დრამატული მარცხი

ზურაბ ხიზანიშვილის გაწვრთნილმა საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ''მიხიელ მესხზე'' უკრაინასთან გამართა. საქართველოს ნაკრების მხრიდან ერთადერთი გოლი 69-ე წუთზე მუხრან ბაგრატიონმა შეაგდო, თუმცა ბოლო წუთზე მასპინძლებმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრეს და შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

ზურაბ ხიზანიშვილმა სასტარტოში შემდეგი ფეხბურთელები გაამწესა: ჯოჯუა, გაფრინდაშვილი, ჯანაშია, მორჩილაძე, ბაგრატიონი, ლაცაბიძე, ხიმშიაშვილი, გოჩიაშვილი, ხაბულიანი, თოდუა, შიოლაშვილი.

საქართველოს 16-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მატჩის მიმდინარეობისას თამაშში შემდეგი ფეხბურთელები ჩართო: ღურწკაია, ლაბაძე, გოგებაშვილი, ბართია, ცხოვრებაშვილი, ხაბურზანია, ოჩიგავა, სიორდია, ნოზაძე, ჭელიშვილი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით აღნიშნული გუნდები კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს 21 ოქტომბერს ''მიხეილ მესხის'' სათადარიგო მინდორზე ჩაატარებენ. საფეხბურთო დაპირისპირება 18:00 საათზე დაიწყება.

გლაზგოს ''რეინჯერსის,'' ''ბლექბერნისა'' და ''ნიუკასლის'' ყოფილი ფეხბურთელი ზურაბ ხიზანიშვილი 16-წლამდე ნაკრების გაწვრთნის პარალელურად საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გია ცეცაძის ერთ-ერთი ასისტენტია.

თავდაპირველად ზურაბ ხიზანიშვილი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გია გეგუჩაძის ასისტენტად მუშაობდა, შემდეგ წარუმატებელი ასპარეზობის გამო გეგუჩაძემ პოსტი დატოვა და მთავარ მწვრთნელად ცეცაძე დაინიშნა. 

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები