''შუქურას'' ყოფილი ფეხბურთელის ეფექტური გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში
Aa
Aa

''შუქურას'' ყოფილი ფეხბურთელის ეფექტური გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში

ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატში, სერია ბ-ში ''ლონდრინამ'' სტუმრად ''ვიტორია'' რაი დოს რეის რამოსის ერთადერთი გოლით დაამარცხა. 25 წლის ბრაზილიელმა მარცხენა ფლანგზე იაქტიურა, მეტოქის მცველი ჩამოიშორა და შორეულ კუთხეში ეფექტური გოლი გაიტანა.

ამპლუით მცველი 25 წლის რამოსი 2018 წელს ქობულეთის ''შუქურაში'' ასპარეზობდა. სამხრეთამერიკელმა საქართველოს რანგით მეორე ლიგაში 34 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი შეაგდო. გარდა ამისა საქართველოს თასის სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. რამოსი ''შუქურაში'' გადასვლამდე ''ლონდრინას'' ღირსებას იცავდა. საქართველოში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ ბრაზილიაში დაბრუნდა და მას შემდეგ ''ლონდრინაში'' თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები