როგორ დავამარცხეთ ფავორიტი ხორვატია!
Aa
Aa

როგორ დავამარცხეთ ფავორიტი ხორვატია!

საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სამივე მატჩი მოიგო და ელიტ-რაუნდში გავიდა. რამაზ სვანაძის გუნდმა პირველ ტურში ჯგუფური ეტაპის მასპინძელი უნგრეთი 4:2 დაამარცხა (იხილეთ).

მეორე და მესამე ტურში ქართველთა მიერ გატანილი გოლები ინტერნეტში არ მოიპოვებოდა, თუმცა ახლახანს სფფ-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა Youtube-ზე ატვირთა.

მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი 3:1 დაამარცხა. ქართველთაგან პირველი და მესამე გოლი გიორგი იაკობიძის ანგარიშზეა. მის გოლებს შორის ზურიკო დავითაშვილმა პენალტი გაიტანა.

მესამე ტურში პირველი ადგილისთვის ბრძოლა საქართველოს ნაკრებმა ფავორიტი ხორვატია 2:0 დაამარცხა. მერვე წუთზე გიორგი გულიაშვილმა ანგარიში გახსნა. მეორე გოლი ზურიკო დავითაშვილმა შეაგდო, მან პენალტი გამოიყენა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ფოტო/ვიდეო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები