ჩხეტიანი:''ფეხბურთელებმა უეფაში გვიჩივლეს, კატასტროფული ვითარებაა''
Aa
Aa

ჩხეტიანი:''ფეხბურთელებმა უეფაში გვიჩივლეს, კატასტროფული ვითარებაა''

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის ''ტორპედოში'' კვლავ მძიმე ვითარებაა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა კლუბში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა, რომელსაც ქუთაისური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კახა ჩხეტიანია: ''კატასტროფული მდგომარეობაა. წასული ფეხბურთელების გარკვეულმა ნაწილმა უეფაში გვიჩივლა, რის გამოც ''ტორპედომ'' შესაძლოა ლიცენზირების პროცესი ვერ გაიაროს.

ამაზე უარესს დღეში ვერ ვიქნებით. ეს პიკია და იმედი მაქვს დროულად გამოჩნდება ისეთი ადამიანი, ვინც გუნდს გვერდით დაუდგება და დაეხმარება.

ალბათ ასეთი რამ მხოლოდ ჩვენთან შეიძლება მოხდეს: როცა კლუბი აღმავლობის გზაზეა, ჩემპიონატისთვის ემზადება, ევროტურნირებისთვის 3-4 ფეხბურთელით გაძლიერებას საჭიროებს, სწორედ მაშინ იშლება უცებ ყველაფერი... ალბათ მთელ მსოფლიოში მსგავსი რამ საუკუნეში ერთხელ ხდება... სამწუხაროდ, მოხდა ჩვენთან!"

შეგახსენებთ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მორიგ ტურში ''ტორპედო'' წყალტუბოში ''საბურთალოს'' უმასპინძლებს. მძიმე ფინანსურ კრიზისში მყოფი იმერული გუნდი მქომედ ჩემპიონთან სათამაშოდ დუბლშემადგენლობისა და  ასაკობრივი გუნდების ფეხბურთელებით გავა, რადგან პირველი გუნდის ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს. მატჩი დღეს, 19 ოქტომბერს 15:00 საათზე დაიწყება.

ფოტო/ვიდეო: ''ტორპედოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები