მესამე ოქროს მედალი !!! ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონია
Aa
Aa

მესამე ოქროს მედალი !!! ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონია

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ძიუდოისტი ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მაროკოში მიმდინარე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა უნგრელი როლანდ გოზი იპონით დაამარცხა.


 

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე ბექაურმა 4 შეხვედრა გამართა და ოთხივეში იპონით გაიმარჯვა.

ახალგარზდა ძიუდოისტმა უზბეკი მუზაფარბეკ ტურობოიევი, არგენტინელი მარიანო  კოტო ბერსიერი , კორეელი იუეპ ჰანი და იაპონელი კოსუკე მაშიამა დაამარცხა.

დღესვე ბრინჯაოს მოპოვების შანსი მარიამ ჭანტურიას ჰქონდა, მაგრამ ქართველმა ძიუდოისტმა მედლისთვის ბრძოლა ფრანგ მორგანე ფერეოლთან წააგო.

საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 3 ოქრო და 1 ბრინჯაოა.

შეგახსენებთ მსოფლიო ჩემპიონები ეთერ ლიპარტელიანი და ვლადიმირ ახალკაცი გახდნენ , ხოლო ტურნირის პრიზიორი ტატო გრიგალაშვილი გახდა.

ხვალ ტატამზე საქართველოს სახელით ილია სულამანიძე , გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი და სალომე მაყიშვილი იასპარეზებენ.

ცხელი ამბები