ახალკაცმა რუსი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა
Aa
Aa

ახალკაცმა რუსი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ძიუდოისტი ვლადიმირ ახალკაცი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მაროკოში მიმდინარე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა რუსეთის სახელით მოასპარეზე დავიდ კარაპეტიანი ულამაზესი იპონით დაამარცხა.

 

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე ახალკაცმა 5 შეხვედრა გამართა და იქიდან ოთხში იპონით გაიმარჯვა.

ახალგაზრდა ძიუდოისტმა მოლდოველი კატალინ მარიანი, ყაზახი აიბოლ ნისანალი, კანადელი ალექსანდრე არენციბია, აზერბაიჯანელი ნურად ფატიევი და ბრაზილიელი გილერმე შმიდტი დაამარცხა.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა , რომელმაც მედლისთვის ბრძოლაში მურად ფატიევს აჯობა.

ხვალ ტატამზე საქართველოს სახელით ილია სულამანიძე , გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი და სალომე მაყიშვილი იასპარეზებენ.

ცხელი ამბები