SkySports: ''წითელი ეშმაკები'' ჯანის გადაბირებას იანვარში გეგმავენ
Aa
Aa

SkySports: ''წითელი ეშმაკები'' ჯანის გადაბირებას იანვარში გეგმავენ

SkySports-ის ცნობით ''მანჩესტერ იუნაიტედი'' ემრე ჯანის გადაბირების საკითხს განიხილავს. ''წითელი ეშმაკები'' თურქული წარმოშობის ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმებას მიმდინარე სეზონის იანვარში გეგმავენ.

25 წლის ნახევარმცველი ინგლისის პრემიერლიგაში 2014-18 წლებში ასპარეზობდა, მიუნხენის ''ბაიერნის'' ყოფილი მოთამაშე ''ლივერპულის'' ღირსებას იცავდა. 25 წლის ჯანი მერსისაიდელებს 2018 წლის ზაფხულში დაემშვიდობა.

2018 წლის ზაფხულიდან ჯანი ტურინის ''იუვენტუსის'' ღირსებას იცავს. მას შემდეგ რაც ტურინელთა მთავარ მწვრთნელად მაურიციო სარი დაინიშნა, ფრანკფურტში დაბადებული სპორტსმენის სათამაშო დრო რადიკალურად შემცირდა, რაც ჯანის გუნდიდან წასვლის პერსპექტივას საგრძნობლად ზრდის.

მიმდინარე სეზონის სერია ა-ში ჯანიმ მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა, სამივე თამაშში მინდორზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და საერთო ჯამში ''იუვეს'' მხოლოდ 78 წუთით დაეხმარა.

იტალიური მედიის ცნობით ჯანის აგენტი რამდენიმე კლუბთან მოლაპარაკებას აწარმოებს. ასევე, მასიმილიანო ალეგრის ჯანისთან მუშაობის სურვილი აქვს. თუ ალეგრი სამწვრთნელო კარიერას ''ოლდ ტრაფორდზე'' გააგრძელებს, ჯანის პრემიერლიგაში დაბრუნების შანსი იზრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები