ლაშა ბექაური და ვლადიმირ ახალკაცი ფინალში გავიდნენ
Aa
Aa

ლაშა ბექაური და ვლადიმირ ახალკაცი ფინალში გავიდნენ

მაროკოში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოშიქართველი სპორტსმენები ლაშა ბექაური და ვლადიმირ ახალკაცი ფინალში გავიდნენ.

81 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ახალკაცი რუს დავიდ კარაპერიანს შეხვდება , რომელმაც ნახევარფინალში ტატო გრიგალაშვილი დაამარცხა.

ეს უკანასკნელი კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ მურად ფატიევს შეხვდება.

90 კილოში კი ოქროს მედლისთვის ლაშა ბექაური უნგრელ როლანდ გოზს დაუპირისპრიდება.

დღესვე ბრინჯაოსთვის მარიამ ჭანტურია იასპარეზებს , რომელიც ფრანგ მორგანე ფერეოლს შეხვდება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19.00 საათზე დაიწყება.

ცხელი ამბები