Aa
Aa

"პარი სენ ჟერმენი" "ლივერპულის" ერთ-ერთი ლიდერის შეძენას აპირებს!

როგორც ჩანს, საფრანგეთის ჩემპიონი "პარი სენ-ჟერმენი", "ლივერპულის" ბრაზილიელი შემტევის, ფილიპე კოუტინიოს შეძენით სერიოზულად არის დაინტერესებული. აღნიშნულ ინფორმაციას ""l'Equipe" ავრცელებს.

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე ხნის წინ პარიზული გუნდი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დატოვა. სწორედ ამიტომ, გუნდის ხელმძღვანელობა შემტევი ხაზის გაძლიერებას აპირებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რა რაოდენობის თანხის შეთავაზებას აპირებს "პსჟ" ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ, თუმცა "ლივერპული" მის ერთ-ერთ ლიდერს ადვილად რომ არ შეელევა, ეს ფაქტია.

შეგახსენებთ, რომ კოუტინიო "ლივერპულში" 2013 წელს მილანის "ინტერიდან" გადავიდა. მას შემდეგ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ინგლისის "პრემიერლიგაში" 107 შეხვედრა ჩაატარა და 21 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები