სერ ალექს ფერგიუსონს მატჩების ჩაწყობაში ადანაშაულებენ
Aa
Aa

სერ ალექს ფერგიუსონს მატჩების ჩაწყობაში ადანაშაულებენ

აგენტი, რომელსაც ბრალს კორუფციაში სდებენ აცხადებს, რომ ლეგენდარულმა შოტლანდიელმა სპეციალისტმა, სერ ალექს ფერგიუსონმა ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერსა" და "იუვენტუსს" შორის გამართული მატჩი ჩააწყო და სანაცვლოდ 30 000 ფუნტის ღირებულების Rolex-ის საათი მიიღო.

ჯუზეპე პალიარას, ტომი რაითსა და დექს პრაისს სამართალდამცველები ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ, თუმცა ეჭვმიტანილები ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ. რამდენიმე საათის წინ სასამართლომ ხსენებული ტრიოს საქმე განიხილა, რომლის მიმდინარეობისასაც პროკურორმა სკანდალური განცხადება გააკეთა.

ბრაიან ონილის (პროკურორის) თქმით პალიარას ფერგის შესახებ ჟურნალისტთან უსაუბრია, რომელიც თავს ბიზნესმენად ასაღებდა: " შეხვედრის ბოლოს პალიარამ განაცხადა, რომ ფერგიუსონმა მანჩესტერისა და იუვენტუსის მატჩი ჩააწყო და სანაცვლოდ ჯუზეპესგან, რომელსაც მაშინ იუვესთან ჰქონდა კავშირები, 30 000 ფუნტის ღირებულების Rolex-ის საათი მიიღო".

"პალიარამ დასძინა, რომ სერ ალექსი ფეხბურთელების ტრანსფერებიდანაც გარკვეულ თანხებს იღებდა. ჯუზეპეს თქმით, მან ფერგიუსონს ფული რამდენჯერმე გადაუხადა".

პროკურორის მიხედვით პალიარა აცხადებს, რომ მან შვეიცარიის ბანკებში ანგარიში იმდენ ფეხბურთელსა და მწვრთნელს გაუხსნა, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. ჯუზეპე იმასაც ამბობს, რომ ფეხბურთი რომ არა, ფეხბურთში მოღვაწე ადამიანების 99 პროცენტი მეორადი მანქანების გაყიდვებით იქნებოდა დაკავებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები