57 წამში მოგებული ფინალი !!! ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია
Aa
Aa

57 წამში მოგებული ფინალი !!! ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ახალგაზრდა ძიუდოისტმა ევროპის ჩემპიონობის შემდეგ მორიგი ტიტული მოიპოვა.

მაროკოში მიმდინარე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელი კანაკო ჰაკამატა ეფექტური იპონით დაამარცხა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე ლიპარტელიანმა 4 შეხვედრა გამართა და ოთხივე იპონით გაიმარჯვა.

ახალგარზდა ძიუდოისტმა უნგრელი ანდრეა კარმანი , სლოვენიელი კაია კაიზერი , ჰოლანდიელი შანონ ვან დე მეებერგი და სამხრეთ კორეელი მიმი ჰიჰუ დაამარცხა.

აღსანიშნავია , რომ ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

ხვალ ტატამზე საქართველოს სახელით მარიამ ჭანტურია , ვლადიმირ ახალკაცი , ტატო გრიგალაშვილი , ლაშა ბექაური  და მიხეილ ბექაური იასპარეზებენ.

ცხელი ამბები