მძიმე პირობები, პირველი ნაბიჯები, ტექნიკა და გზა წარმატებისკენ - სოკ-ის სიუჟეტი ნადირაძეზე
Aa
Aa

მძიმე პირობები, პირველი ნაბიჯები, ტექნიკა და გზა წარმატებისკენ - სოკ-ის სიუჟეტი ნადირაძეზე

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სოკ) ქართველ ნიჩბოსან ზაზა ნადირაძეს 6-წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა. გადამღები ჯგუფი ნადირაძის მშობლიურ მცხეთას ესტუმრა და ის რეალობა ასახა, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნიჩბოსანი ვარჯიშობს.

პირობები მართლაც მძიმეა, ზაზა საუბრობს, რომ მას სავარჯიშო დარბაზიც კი არ აქვს, სპეციალური ტრენაჟორების დამზადება კი ხანდახან თავად უწევს, რადგან ისინი ძალიან ძვირი ღირს.

ზაზას ყოველდღიურობასა და სხვა ბევრ საინტერესო ასპექტთან ერთად, სიუჟეტში ნადირაძის პირველი ნაბიჯების შესახებაც ვიგებთ, უფრო ახლოს გავიცნობთ მის პირველ მწვრთნელ ბიძია ვალიკოსაც. გთავაზობთ სიუჟეტს ქართული გახმოვანებით:

ცხელი ამბები