Aa
Aa

ზლატანი: "როცა თოვს ვიკინგი ვარ"

21 ოქტომბერს ზლატან იბრაჰიმოვიჩის „ლოს-ანჯელეს გალაქსი“ MLS-ის ფლეიოფში ჩაერთვება. შვედი ფეხბურთელის გუნდი სტუმრად „მინესოტა იუნაიტედს“ შეერკინება.

ამერიკელი სინოპტიკოსების მიხედვით შესაძლოა მატჩი ძლიერ თოვლში გაიმართოს, თუმცა „იბრას“ ცუდი ამინდი დიდად არ ანაღვლებს და აცხადებს: „მე შვედეთიდან ვარ და თოვლში დავიბადე. როცა თოვს ვიკინგი ვარ. როცა თბილა - ლომი. ყველანაირ ამინდს ვერგები“.

იბრაჰიმოვიჩმა რეგულარული სეზონი ფენომენალურად ჩაატარა. ზლატანმა 29 შეხვედრაში 30 გოლი შეაგდო და შარშანდელი ფიასკოს შემდეგ, თავისი გუნდი ფლეიოფში გაიყვანა.

„ლოს-ანჯელეს გალაქსის“ მეტოქე, „მინესოტა იუნაიტედი“ მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენაა, რომლის წარმატებულ გამოსვლასაც ბევრი ნამდვილად არ ელოდა. „მინესოტა“ განსაკუთრებით კარგად საშინაო კედლებში გამოიყურება და შინ ერთადერთხელ დამარცხდა.

„მინესოტას“ წინააღმდეგობის დაძლევის შემთხვევაში „ლოს-ანჯელეს გალაქსი“ „ლოს-ანჯელესს“ დაუპირისპირდება. ამ გუნდებმა რეგულარული სეზონის ორივე შეხვედრაში ნამდვილი შოუ დადგეს. ივლისში „იბრას“ ჰეთ-თრიქის წყალობით „გალაქსიმ“ 3-2 იმარჯვა. აგვისტოში კი მატჩი ფრედ 3-3 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები