Aa
Aa

"რომა" პასტორეს ჩინეთში გაუშვებს?

„რომას“ არგენტინელი ნახევარმცველი, ხავიერ პასტორე იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა, ჩინეთის სუპერ ლიგაში გადაბარგდეს. იტალიური პრესის ინფორმაციით, 30 წლის გამთამაშებელს აზიიდან რამდენიმე სარფიანი წინადადება აქვს.

საგულისხმოა, რომ პასტორეს გაშვების წინააღმდეგი არც „რომაა“, რომელმაც ფეხბურთის ტრანსფერში 25 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა მისგან სარგებელი ნაკლებად თუ მიიღო. გამოცდილი შემტევი ტრავმიანობს და სტაბილურად ათამაშებას ვერაფრით ახერხებს.

რომაელები ჩინელთა შეთავაზებებს იანვარში განიხილავენ, იქამდე კი დეტალების შეთანხმებას თავად პასტორესთან ეცდებიან, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

არგენტინელმა ვარსკვლავმა ზაფხულში „ფლუმინენსეს“ წინადადება დაბლოკა, რადგან ბრაზილიელთა მიერ შეთავაზებული ხელფასის ოდენობა არ მოეწონა. ცალსახაა, რომ იგი „სტადიო ოლიმპიკოდან“ წასვლას განიხილავს, საამისოდ კი სასურველ ფინანსურ შეთავაზებას ელოდება.

პასტორემ მიმდინარე სეზონში „ჯალოროსის“ მაისური მხოლოდ 5 შეხვედრაში მოირგო და გოლით თავი ჯერჯერობით არ გამოუჩენია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები