დანი ალვეში:
Aa
Aa

დანი ალვეში: "პარიზში ნაბ***არი რასისტები არიან"

„საო პაულოს“ ლეგენდარულმა ბრაზილიელმა განაპირა მცველმა დანი ალვეშმა პრესასთან საუბრისას პარიზის შესახებ საკმაოდ ხმამაღალი კომენტარი გააკეთა.

36 წლის ალვეშმა ქალაქი, რომელშიც 2 წელი იცხოვრა, საკმაოდ უხეშად მოიხსენია.

„პარიზი - ეს ძალიან სტრესული ქალაქია, ის მე ძალიან არ მომწონს. თუ, თქვენ პარიზში ერთი კვირით გაემგზავრებით, მაშინ ეს თქვენს ცხოვრებაში საუკეთესო მოგზაურობა იქნება, მაგრამ იქ მეტად დარჩენის შემთხვევაში უბრალოდ დაიღლებით.

ამ მხრივ ის ცოტათი საო პაულოს გავს, თუმცა პარიზში ნაბიჭვარი რაისისტები არიან. პირადად ჩემთვის არაფერი დაუშავებიათ, რადგან მე ისინი „ერთ ადგილას“ (ტრ**ში) გავგზავნე, ამ ყველაფრის მსხვერპლი ჩემი მეგობრები იყვნენ“.

შეგახსენებთ, რომ დანიმ ბრაზილიაში გადაბარგების შემდეგ, 9 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე უკვე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები