Judoinside:
Aa
Aa

Judoinside: "ქართველი ეთერ ლიპარტელიანი ერთ-ერთ მთავარ ტალანტად ითვლება"

გავლენიანი გამოცემა judoinside-ი ახალგაზრდა ქალ ძიუდოისტთა შორის მსოფლიო მასშტაბით 5 საუკეთესო ტალანტზე წერს.

სასიხარულოა, რომ ამ სიაში მოხვდა ქართველი ეთერ ლიპარტელიანი,

„ქართველი ეთერ ლიპარტელიანი ერთ-ერთ მთავარ ტალანტად ითვლება. როგორც იქნა საქართველოს სამომავლოდ რამდენიმე ქალი ძიუდოისტი ჰყავს.

სექტემბერში ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოგება შეძლო.

ჩვენ ეთერს უკვე დიდი ხანია ვიცნობთ, მან ჯერ კიდევ 2015 წელს თბილისში EYOF-ის ტიტულის მოგება შეძლო.

ამ წელს, მან იუნიორთა შორის ევროპის თასის მოგება შეძლო. უმაღლეს დონეზე კი მან ზაგრების გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მოსალოდნელია, რომ ის მედალს U57კ.გ. კატეგორიაშიც მოიპოვებს“. - ვკითხულობთ აღნიშნულ სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ ქართული ძიუდოს ისტორიაში ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები