გიორგი ხარაიშვილი :
Aa
Aa

გიორგი ხარაიშვილი : "ყველაფერი კარგად არის და უკვე მომდევნო თამაშებზე ვფიქრობ"

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გიბრალტარში მორიგი შეხვედრა გამართა და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

გოლები ეროვნული ნაკრების დებიუტანტმა გიორგი ხარაიშვილმა , ჯაბა კანკავამ და გიორგი ქვილითაიამ გაიტანეს.

შეხვედრის მე-60 წუთზე ვლადიმირ ვაისმა იძულებითი ცვლილება განახორციელა, ხარაიშვილი მეტოქესთან შეჯახებისას მძიმედ დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

დღეს ახალგაზრდა ფეხბურთელმა განცხადება გაავრცელა :

"პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ თავს კარგად ვგრძნობ, რაც შეეხება ჩემ თამაშს, რა თქმა უნდა, სასიხარულოა საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში და სადებიუტო გოლი, ორმაგად საპასუხისმგებლოა. ნაკრებს ვულოცავ გამარჯვებას და სამი ქულის მოპოვებას. რაც შეეხება შეჯახების მომენტს, საკმაოდ ძლიერი შეტაკება იყო, შემდეგ გადამიყვანეს ჰოსპიტალში ჩვენი გუნდის ექიმთან ერთად, შესაბამისი კვლევები ჩამიტარდა. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად არის და უკვე მომდევნო თამაშებზე ვფიქრობ. მადლობა ნაკრების სამედიცინო ჯგუფს, ჩემ გულშემატკივარს, ვინც გოლის და შეჯახების ეპიზოდის შემდეგ გამომეხმაურა და მამხნევებდა."

საქართველოს ეროვნული ნაკრების შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრას 15 ნოებრეს გასვლაზე შვეიცარიის ნაკრებთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები