ვაისის გუნდი განსხვავებული თერთმეტეულით:ხარაიშვილი სასტარტოშია!
Aa
Aa

ვაისის გუნდი განსხვავებული თერთმეტეულით:ხარაიშვილი სასტარტოშია!

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მორიგ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდება.

სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტარტოში შემდეგი ფეხბურთელები გაამწესა: ლორია, კაკაბაძე, ნავალოვსკი, გრიგალავა, ხოჭოლავა, კანკავა (კ), ყაზაიშვილი, ანანიძე, ლობჯანიძე, შენგელია, ხარაიშვილი

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სათადარიგოთა სკამზე შემდეგი ფეხბურთელები სხედან: მაკარიძე, კუპატაძე, კვერკველია, ტაბიძე, კიტეიშვილი, აბურჯანია, დაუშვილი, ქვილითაია

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე შესარჩევ ციკლში გასული მატჩებისგან განსხვავებით საქართველოს ეროვნული ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ლევან შენგელია, გიორგი ნავალოვსკი, ელგუჯა ლობჯანიძე და გიორგი ხარაიშვილი მოხვდნენ.

შვედური ''გიოტებორგის'' ქართველი ლიდერი ხარაიშვილი ეროვნულ ნაკრებში პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს. 23 წლის შემტევი სტილის ნახევარმცველს საქართველოს ეროვნული გუნდის მაისურით 4 მატჩი აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, გიბრალტარისა და საქართველოს დაპირისპირება 15 ოქტომბერს თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები